LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა კანდიდატს მოვუწოდებ, აგვისტოს ომის ნაცვლად, სჯობს, კინკლაობის თემად სხვა რამ მოვიფიქროთ – თეა წულუკიანი

59

არა მხოლოდ ქალბატონ სალომეს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს და დანაყოფებს, ყველა კანდიდატს მოვუწოდებ, რომ როცა აგვისტოს ომის თემაზე საუბრობენ, სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და მათ ერთნაირად სტკივათ ის, რასაც საქართველო ჰქვია, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ სტუმრობისას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საქმეა, ხმას რომელ პარტიასაც არ უნდა აძლევდეს, სამშობლო ყველას ერთნაირად სტკივა.

მისივე განცხადებით, პრემიერმინისტრმა ფატუ ბენსუდას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია, ჰააგის პროკურორთან და სასამართლოსთან ითანამშრომლოს, როგორც აქამდე თანამშრომლობდა.

„იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის ეპიზოდები გამოვიძიოთ, გამოძიებულ იქნას ქართველების ეთნიკური წმენდის ეპიზოდები და გორის ე.წ. ინციდენტი, როდესაც 12 აგვისტოს, უკვე ყველანაირი საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ „ისკანდერი“, ასე ვთქვათ, ჩვენზე გამოსცადა,“ – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ფატუ ბენსუდამ თქვა, რომ ამ ეპიზოდებში გამოძიების სწორად წარმართვისთვის, საქართველოს მთავრობასა და იუსტიციის სამინისტროსთან სამაგალითო თანამშრომლობა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები