LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან შავებში ჩაცმული ადამიანები – ალეკო ელისაშვილი

30

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს. ელისაშვილის თქმით, ხელისუფლება იყენებს იმავე მეთოდებს, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

ელისაშვილის თქმით, მის შტაბს ათეულობით დარღვევის ფაქტზე აქვს ინფორმაცია, რომელიც ახლა მოწმდება.

დილიდან თვალყურს ვადევნებთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს საშინლად არ მოგვწონდა და გვაცოფებდა ხოლმე. ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან შავებში ჩაცმული ადამიანები, აფორიაქებული სახეებით, საწერი კალმებით, ფურცლებით, სიებით, დაარბენინებენ აქეთიქით საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, გაშმაგებულები ეზიდებიან ხალხს კოორდინატორები, უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანა არის დაქოქილი იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები მოიყვანონ საარჩევნო უბნებზე. რა თქმა უნდა, ამის ორგანიზატორია ხელისუფლება, „ქართული ოცნება“. სწორედ ეს არ მოგვწონდა თითოეულ ჩვენგანს წინა ხელისუფლების დროს, რომ ასე არჩევანის უფლებას აკარგვინებდნენ მოქალაქეებს. ათეულობით ფაქტი გვაქვს დაფიქსირებული, მოდის ინფორმაციები, რომ არისკარუსელებისმცდელობა და ახლა ჯგუფებია გასული ამ ფაქტების გადასამოწმებლად. არაერთი საჩივარი დაწერეს ჩვენმა დამკვირვებლებმა, – განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები