LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა საბავშვო ბაღში პანდუსები გაკეთდება

489

ყველა საბავშვო ბაღში პანდუსები გაკეთდება. როგორც „ფორტუნას“ თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპზე პანდუსი მხოლოდ ერთ საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს, რომელიც ისანში მდებარეობს და ამერიკის საელჩოს დაფინანსებით გაკეთდა. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა ბაღი ადაპტირებული  უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

საწყის ეტაპზე, ზაფხულში პანდუსები 40 ბაღში გაკეთდება,  შემდგომ კი ეტაპობრივად ყველა ბაღში დამონტაჟდება. პანდუსების მოსაწყობად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები