LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა საერთაშორისო ნორმისა და პრინციპის დარღვევა,”-მინისტრი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის “შეთანხმებას”ეხმიანება

5

ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის შეიარაღებული ჯარების ინტეგრაციასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება ყველა საერთაშორისო ნორმისა და პრინციპის დარღვევაა, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისკენ ორიენტირებულ პოლიტიკას.

”ეს არის დარღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და ეს არის რუსეთის პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ორიენტირეულია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე და დამატებით საფრთხეებზე. ჩვენ ამ საფრთხეების შესახებ ვახდენთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას, რადგანაც ეს საფრთხეები არ წარმოადგენს მხოლოდ საქართველოსთვის საფრთხეებს, ეს წარმოადგენს რეგიონისთვის საფრთხეებს და ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალი დონის გამოხმაურება და აქტივობა გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კონფლიქტებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. დღეს ქართული დიპლომატიის აქტიურობით საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებულია და შესაბამის რეაგირებას ახდენს რუსეთის ამ ქმედებებთან  მიმართებაში. ეს გამოიხატება როგორც გაეროს ფარგლებში ასევე ეუთოს და ევროპის საბჭოს ფარგელბში და ასევე იმ განცხადებებში რომლებიც კეთდება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. და ეს არის სწორედ ის, რაც ახდენს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებას” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები