LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა სახის საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობას ფარდა ადვილად აეხდება!..“ – როგორია ძაღლის წელიწადი პირადი ურთიერთობებისთვის

42

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან დაკავშირებით პირად ამბებზე გვესაუბრა. Fortuna.ge დაინტერესდა, როგორი იქნება 2018 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ამ მხრივ და ვინ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე.

მიხეილ ცაგარელი:

ძაღლის წელიწადი ძალიან უწყობს ხელს პირადი ურთიერთობების განვითარებას და სტაბილური ოჯახის შექმნას. ეს ის წელიწადია, რომელიც ძალიან დასჯის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა ტყუპები, რადგან ის შედის ტყუილების დიდოსტატების სამეულში – აქ მათ უერთდება კირჩხიბი და თევზები. ისინი განსაკუთრებით მინდა გავაფრთხილო, რომ მოდის წელიწადი, რომელიც ითხოვს სტაბილურობას, სამართლიანობას და პირდაპირობას. როგორც კი წახვალთ ტყუილების გზით, მომენტალურად ირთვება დასჯის მექანიზმი. მერე არ მითხრათ, რომ არ გაგაფრთხილეთ – მე მეგონა, რომ კარგად მქონდა გათვლილი და საიდანღაც გამოაშკარავდა ეს ამბავიო. ყველა სახის საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობას ფარდა ძალიან ადვილად აეხდება. ვერ ვიტყვი, რომ მორიელს არ უყვარს გვერდზე გასეირნება, მაგრამ მას იუპიტერი მფარველობს, ყოველ შემთხვევაში, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გადარჩება, მაგრამ წლის ბოლომ შეიძლება, ისეთი მათრახი ჩასცხოს, რომ ტყუილები აღარ გაუვა (იღიმის).

ცოტა სერიოზულ ტალღაზე რომ ვილაპარაკოთ, სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ თითქმის ყველა ნიშნისთვის კარგი წელია. თითოეული ნიშანი ცდილობს, თითოეულ სიტყვასა და ქმედებაზე აიღოს პასუხისმგებლობა. ოჯახის შექმნის პრინციპი წავა პრინციპით – „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. არ იქნება ქარაფშუტული დამოკიდებულება, არამედ კარგად გააზრებული და პრაგმატული. 2018 წელს შექმნილი ოჯახი იქნება ძალიან სტაბილური და მყარი. ასე რომ, თითქმის ყველა ნიშანს კარგი წელი აქვს ამ მხრივ. ერთადერთი, თხის რქა ვთხოვ სიფრთხილესა და ყურადღებას, რადგან მაღალი იქნება ცდუნებები ამ მხრივ. თხის რქას არ ვურჩევდი 2018 წელს დაქორწინებას, თუკი რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის. თუ არის შესაძლებლობა, გადადოს 2019 წლამდე. ურთიერთობების დაწყება შეუძლია, მაგრამ ქორწინებას არ ვურჩევდი. ასევე სიფრთხილის გამოჩენას ვურჩევდი პირად ურთიერთობებში კირჩხიბსაც. იმედი მაქვს მისი ინტუიციის, ყოველთვის გრძნობს საფრთხეს და შველის საკუთარ თავს.

ნინო მურღულია

 

მიხეილ ცაგარელი – 2018 წლის ასტროლოგიურ პროგნოზი ყველა ნიშნისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები