LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა სიას ხან ემატება ვინმე, ხან აკლდება – გიორგი გახარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე

96

„ყველა სიას, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ხან ემატება ვინმე, ხან აკლდება,“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც, ოპოზიციის ინფორმაციით, გარდაცვლილი პირები არიან შეყვანილი.

„ეს სია არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად. რომელი სია არის დახურული? ყველა სიას, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ხან ემატება, ხან შეიძლება, ვიღაც გამოაკლდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ სიის პირველი განხილვა იყო და იგი პარლამენტში ჯერ არ მოხვედრილა, როცა მოხვდება პარლამენტში, იქ გავაგრძელოთ მსჯელობა,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში გუშინ შევიდა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები