LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა სკოლის სამასწავლებლო სტატისტიკის სამმართველოს ემსგავსება”

75

მასწავლებელი ლია ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პედაგოგებს არდადეგების დროსაც კი იმდენი საქმე ევალებათ, რომ დასვენებას ვერ ასწრებენ.

ჩუბინიძე განათლების სამინისტროსა და საჯარო სკოლების ახალ მოთხოვნებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სემესტრის ბოლოს, სამასწავლებლო სტატისტიკის სამმართველოს ემსგავსება.

“ვინც მიცნობს, იცის, რომ მასწავლებელი ვარ. უკვე რამდენიმე წელია, სკოლაში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს იწყება. წელს 29 პარასკევი იყო. 3 იანვრიდან მოყოლებული, თავაუღებლად ვმუშაობთ მასწავლებლები, ვითვლით და ვწერთ, ვითვლით და ვწერთ. იმდენი დავალება გვაქვს გასაკეთებელი, არდადეგების დრო არ გვყოფნის და ძალა აღარ გვრჩება საიმისოდ, რომ 15 იანვარს დასვენებულები, ახალი ძალითა და შემართებით შევუდგეთ ჩვენი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას! თითქმის 30 წელია მასწავლებელი ვარ და ბოლო 5 წლის განმავლობაში ვნანობ, რომ ეს პროფესია ავირჩიე. რატომ? იმიტომ, რომ ხან ბუღალტერი მგონია თავი, ხან “მოსე მწერალი”. ამდენი ცხოვრებაში არ მიწერია და მიანგარიშია. არა, ვინმესთვის, და უპირველეს ყოვლისა, მოსწავლისტვის რომ იყოს ჩემი წერა-ანგარიში სასარგებლო, არ ვიწუწუნებდი. გვაკეთებინებენ საქმეს, რომელიც არც მოსწავლეს სჭირდება და არც პედაგოგს! სემესტრის ბოლოს ყველა სკოლის სამასწავლებლო სტატისტიკის სამმართველოს ემსგავსება. ყველგან კალკულატორის წრიპინ-ჩხაკუნი ისმის, საჩვენებელ თითებზე მაზოლები გვიჩნდება. მე-2 სემესტრის დაწყებამდე 3 სამუშაო დღე დარჩა, ჩვენ კი დავალებების ნახევარიც ვერ მოვასწარით. ამიტომ, უმორჩილესად ვთხოვ განათლების სამინისტროს მესვეურებს, გაგვიგრძელონ არდადეგები კიდევ ერთი კვირით, რომ მათ მიერ მოგონილი უსარგებლო, არაფრისმომცემი დავალებები დავასრულოთ, ჩვენ რომ ცოტა დავისვენოთ, ამას აღარ ვჩივით!”, – წერს ლია ჩუბინიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები