LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა, ვინც დაკავებული იყო, გათავისუფლდა”- ბათუმის მერი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

86

„შს მინისტრის მოადგილეს ველაპარაკე და ადმინისტრაციული წესით ვინც იყო დაკავებული, ყველა პირი გათავისუფლებულია, ახლა გავაკეთებთ განცხადებას, რომ უწესრიგობა არ იყოს და დანარჩენი მოთხოვნა რაც იქნება, კანონის შესაბამისად იქნება შესწავლილი“ – აცხადებს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი. იგი ამ დროისათვის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან იმყოფება, სადაც აქცია მიმდინარეობს.

„ყველა საკითხი იქნება შესწავლილი, გასარკვევი უნდა გაირკვეს, მთავარია საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე. უმართავი პროცესები არ უნდა იყოს ქალაქში და არ უნდა დაზიანდეს საზოგადოების ქონება“ – ამბობს ბათუმის მერი.

კითხვაზე, მისი აზრით, არის თუ არა პროცესები მართული, გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით შეფასებას ვერ გააკეთებს.

„არის პროცესები რომელიც არ უნდა მიმდინარეობდეს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე. მოვუწოდებ ქალაქელებს არ მივაყენოთ ზიანი ქალაქს და პროცესი არ გახდეს უმართავი, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს გარკვეული ძალების მიერ“.

გიორგი ერმაკოვის განცხადებით ამ დროისთვის სროლის ხმა პოლიციის სამმართველოსთან  აღარ ისმის, თუმცა აქციის მონაწილეები მხოლოდ ქვებს ისვრიან და მანქანებს აზიანებენ.

წყარო “ბათუმელები”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები