LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა საზღვრის გარღვევაში, პასუხს აგებს – არსენ ავაკოვი

57

უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლა „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში უნდა გააფორმოს.

ამის შესახებ არსენ ავაკოვმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, პროვოკაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა უსისხლოდ და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

თითოეული პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საზღვრის გარღვევაში და მესაზღვრეებზე და პოლიციელებზე თავდასხმაში პასუხს აგებს კანონის საფუძველზე,“ – აღნიშნა შს მინისტრმა.

ავაკოვის განცხადებით, სააკაშვილმა და ყველამ, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიონ: მივიდნენ „შეგენის“ გამშვებ პუნქტზე და პროცედურები გაიარონ და/ან საიმიგრაციო სამსახურის დანაყოფს ეწვიონ“.

უკრაინის შს მინისტრის განცხადებით, ის შეეცადა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მესაზღვრეები და პოლიციელები პოლიტიკური პროცესიდან გამოეყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები