LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი კეთდება, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს – სოზარ სუბარი

51

“ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არცერთი მოქალაქე არ დაზიანდეს – ეს განცხადება დევნილთა მინისტრმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სოზარ სუბარმა გააკეთა.

მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განცხადებას იმ დოზით, რა დოზითაც ამ ეტაპზეა შესაძლებელია, რომ საფრთხე მოსახლეობას არ შეექმნას . ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არცერთი მოქალაქე არ დაზიანდეს. ამაზე მეტი განცხადება ჩემგან არ იქნება.

სპეცოპერაციის მიმდინარეობასთან ერთად, რაც ახალი დეტალი იქნება, რაც საჭირო იქნება, იმაზე შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სპეცოპერაციის დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა არც ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები