LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი მელანია ტრამპზე: ამერიკის პოტენციური პირველი ლედი

492

23 მარტს დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეებმა მილიარდელის მეუღლის, მელანიას შიშველი ფოტოები გამოაქვეყნეს. რეალურად ეს ფოტოები მელანია ტრამპმა ჯერ კიდევ მაშინ გადაიღო, როცა მოდელის პროფესიით მუშაობდა და ჟურნალ GQ-ს გარეკანისთვის პოზირებდა. საბოლოოდ ფოტოს ავტორებს დონალდ ტრამპი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და მოწინააღმდეგის, ტედ კრუზის ცოლის საიდუმლოებების გამხელით დაიმუქრა. თავის მხრივ კრუზმა განაცხადა, რომ ამ ფოტოსთან საერთო არაფერი აქვს. მოდით ვნახოთ, რეალურად ვინა არის ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ულამაზესი მეუღლე, მელიანია, ანუ ამერიკის პოტენციური პირველი ლედი.

მელანია კნაუსი სლოვენიაში დაიბადა. 16 წლიდან აქტიურად ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში და მონაწილეობდა წამყვანი დიზაინერების ჩვენებებში. ის არაერთხელ გამოჩნდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორიცაა Vogue, Harper’s Bazaar დაVanity Fair. ერთ-ერთ მოდურ ჟურნალში გადაღებებისას გაიცნო დონალდ ტრამპი, რომელიც მაშინ სამოდელო ბიზნესით იყო დაინტერესებული და „მის სამყაროს“ სილამაზის კონკურსს ხელმძღვანელობდა. მელანიას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ჟურნალმა GQ, რომლისთვისაც შიშველ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

ტრამპი და კნაუსი 2005 წელს დაქორწინდნენ. საპატიო სტუმრებს შორის იყო ჰილარი კლინტონიც. ჰილარიას კი  Dior-ის 200 ათას დოლარად შეფასებული საქორწილო კაბა ეცვა. 2006 წელს წყვილს ვაჟი, ბარონ უილიამ ტრამპი შეეძინათ. ეს ტრამპისთვის მეხუთე შვილია, რადგან წინა ორი ქორწინებიდან მას უკვე ოთხი შვილი ჰყავდა. ქორწილის შემდეგ მელანიამ გვარიც შეიცვალა, ისევე როგორც ცხოვრების სტილი. ის თითქმის ყოველდღიურად ჩნდებოდა სხვადასხვა წვეულებებსა და ღონისძიებებზე. ის მალევე გახდა პოპულარული მედიაში თავისი გატაცებების წყალობით. მელანიას უყვარს ფრენა პირადი თვითმფრინავით, იტაცებს მაღალი მოდა და დასვენება ზღვის სანაპიროზე.

მელანია აქტიურად უჭერს დონალდ ტრამპს მხარს  არჩევნების პროცესში. ის მიიჩნევს, რომ მეუღლეს ბევრის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის. გახდება თუ არა მელანია ტრამპი ამერიკის პირველი ლედი, რთული სათქმელია. იქამდე შეიძლება ითქვას, რომ 2016 წელს Siena College-ის მკვლევარებმა ჩაატარეს გამოკითხვა თემაზე  The First Ladies Study. კვლევის მიზანი იყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე პოპულარული პირველი ლედის გამოვლენა. საუკეთესოთა სამეულში მოხვდნენ ელეონორა რუზველტი, ებიგეილ ადამსი და ჟაკლინ კენედი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები