LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ დავალაგეთ და არ იყო აქ მთავარი დომინანტი ფული – ბიძინა ივანიშვილი

88

“რომ დამეჯერებინა მაშინდელი გამოცდილი პოლიტიკოსებისთვის, შეიძლება აბსოლუტურად გაუგებრობა მიგვეღო, სიმღერით გავიყვანეთ რომ იტყვიან, აბა გაიხსენეთ ჩვენი დიდი მიტინგები, თუ იყო მსგავსი პრეცენდენტები ადრე, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მან მისი ხელისუფლებაში მოსვლამდე გამართული აქციები გაიხსენა.

მისივე თქმით, “ნაბჯ-ნაბიჯ ყველაფერი დაალაგეს და მენეჯმენტში ლომის წვლილი მისი იყო და არ იყო აქ მთავარი დომინანტი ფული”

13 კაცი ვერ გამოიყვანა ალასანიამ, ბორჯომი გვქონდა ყველაზე მაგარი, ხუხაშვილი მაწვებოდა, დრაივი აქვთ, გრეჩიხები გამოვიყვანოთო. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი, ასე მარტივად არ იყო ის სიტუაცია, არ ვიყავი მათთვის ავტორიტეტი როგორც მენეჯერი. რამდენიმე თვე ძლივს გადავატანინე და გადავიყვანე ჩემს რელსებზე.

მათთვის რომ დამეჯერებინა, შეიძლება წყალში ჩაგვეყარა ყველაფერი, ალასანიას მივეცი ერთადერთს მაგალითი, სად გაქვს მეთქი ყველაზე კარგად მენეჯმენტი და მხარდაჭერა მეთქი, აი, ბორჯომში გამიშვი და ნახე რა გავაკეთოო. წახვალ, მაგრამ გამოგაყოლებ ერთ ორ კაცს ჩემსას, რომ კარგად დაინახო, რომ მე რეალობას შევხედო. 5 კაცი ვერ გამოიყვანეს, რომ დაღამდა მერე გამოვიდა 13 თუ 18 კაცი, 20-ს არ აშორებია. იმის მერე აბა რა მივიღეთ, ამას მენეჯმენტი არ სჭირდება თქვენ გგონიათ?” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები