LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი თანაბრად იქნება: რას ამბობენ მეტოქეები საქართველოზე

65

ლატვიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის მომავალ შეხვედრებსა და მეტოქეებზე კომენტარი გააკეთა.

,,ახალი ფორმატი, რომელიც უეფამ შემოგვთავაზა ეროვნული ნაკრებებისთვის, ძალიან საინტერესოა. ის აძლევს შანსს დაბალი რეიტინგის მქონე გუნდებს იმისთვის, რომ იბრძოლოდ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად. რაც შეეხება მეტოქეებს ჯგუფში, ყველა ნაკრები თავისებურია. ბანალურად ჟღერს მაგრამ სამივესთან შესაძლებელია როგორც წაგება, ასევე მოგება. საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, ლატვიას საქართველოსთან საფეხბურთო კუთხით ბევრი რამ აკავშირებს. ვფიქრობ საინტერესო და კორექტული დაპირისპირებები გველოდება, თუმცა ბუნებრივია ეს შეხვედრები ამხანაგური მატჩებისგან განსხვავებული იქნება და ფეხბურთელები სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ”, – აღნიშნა ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ერთა ლიგის წილისყრის ცერემონიალის დასრულების შემდეგ ვეტერანმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გულამხაიდაროვმა კომენტარი გააკეთა.

“რა თქმა უნდა რთული ჯგუფია. კონკურენტები ლატვია და საქართველოა. მიმაჩნია, რომ მსგავს მოწინააღმდეგეებთან ჯგუფში პირველ ადგილისთვის უნდა იბრძოლო. ყველაფერი თანაბრად იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათი დამარცხება შესაძლებელია.”

შეგახსებეთ, რომ ერთა ლიგის D ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის გუნდები ითამაშებენ.

ჯგუფური ეტაპი სექტემბერში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. პლეი-ოფის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები