LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს გავაკეთებ, რომ გერმანია სწორი მმართველობის ქვეშ დარჩეს – ანგელა მერკელი

47

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, გამოხატა მწუხარება იმ ფაქტის გამო, რომ „გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეთიშა.

მერკელის თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს“ სჯეროდა, რომ მოლაპარაკებების მონაწილეები „ერთი გზით მიდიან“ და შეთანხმებას მიაღწევენ.

დღეს მერკელი მიმდინარე სიტუაციას ქვეყნის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გააცნობს.

„მე, როგორც კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი, გავაკეთებ ყველაფერს, რათა ამ რთულ პერიოდში ქვეყანა სწორი მმართველობის ქვეშ დარჩეს,“ – განაცხადა მერკელმა.

სავარაუდოდ, გერმანიაში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები