LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს ვიღონებთ, რომ 50 მილიონი კაპიკ-კაპიკ ჩარიცხოთ ბიუჯეტში – კობახიძე ჩხეიძეს მიმართავს

79

პარლამენტი და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ 50 მილიონი, რომელიც არის თქვენი დავალიანება ხალხის მიმართ, კაპიკ-კაპიკ ჩარიცხოთ სახელმწიფო ბიუჯეტში, – ასე უპასუხა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ დეპუტატ კოლეგა ნატო ჩხეიძეს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ცილისმწამებლური უწოდა.

ჩხეიძის მტკიცებით, “ქართული ოცნების“ მთავრობას არაფერი სასიკეთო ზაზა ოქუაშვილის მიმართ არ მოუმოქმედებია, მათ შორის არც სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.  ჩხეიძემ დღეს ისიც განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილის ბიზნესი სრული შემადგენლობით 2004 წლის 18 დეკემბერს ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო “ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ ყალბი აქციზური მარკების ბეჭდვის ბრალდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები