LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველამ იცის ვისი გამაუპატიურებელი ვარ და ვისი არა”

165

“მინდა კანონმორჩილი მოქალაქე ვიყო, მაგრამ რაღაც შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი ჩემთვის. იმხელა რაღაცეები ააგორეს, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ “ქართული მარშის” დისკრედიტაცია”, – ასე განმარტა გია კორკოტაშვილმა ის მიზეზი, თუ რატომ არ მივიდა პროკურატურაში დაკითხვაზე.

კორკოტაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მისი “პრივატული საუბარი” თათია დოლიძეზე, მუქარისშემცველი არ ყოფილა და ბოდიშის მოხდას არ არპირებს.

“ქალებმა ააგორეს [თემა] არიქა, თურმე მათი სხეულები დაუცველია და უპირებენ ჯგუფურ გაუპატიურებას. ნეტა ვინმემ რამე დაგიპიროთ, ვინც დასაპირებელია იმან თორემ, ჩვენ არავის არაფერს არ ვუპირებთ. მე ნაცხოვრები მაქვს ჩემი ცხოვრება და ვინც ჩემი ახლობელი და სამეგობროა, ყველამ იცის ვისი გამაუპატიურებელი ვარ და ვისი არ ვარ”, – განაცხადა მან “პრიორიტეტის” პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, ამ ლოგიკით, შეეძლო თათია დოლიძისთვის არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ეჩივლა.

“ის საჯარო ფიგურაა და გაავრცელა ჭორი, არასწორი ინფორმაცია, რომ ქართველთა მარში, რუსული ფულით დაფინანსდა, მაგრამ მე სამწუხაროდ კანონი ვერ მიცავს”, – განაცხადა კორკოტაშვილმა.

პროკურატურამ გია კორკოტაშვილი თათია დოლიძის მიმართ მუქარის შემცველი პოსტების გამო, გამოსაკითხად დაიბარა. კორკოტაშვილი პროკურატურაში არ გამოცხადდა და ხაზი გაუსვა იმას, რომ განვითარებული მოვლენებით შეურაცხყოფილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები