LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთი შევინარჩუნოთ – წულუკიანი უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე

67

“ყველამ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ერთმანეთი შევინარჩუნოთ, რადგან ჩვენ სწორედ ერთად ყოფნით ვართ ძლიერები,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უმრავლესობაში დაპირისპირების საკითხის კომეტირებისას განაცხადა.

“აქედან გამომდინარე კარგი იქნება თუ  ამ ერთიანობის სულისკვეთებას ყველა ხელს შევუწყობთ და არ გვეყოლებიან ადამიანები,  რომლებთან ერთადაც ძალიან დიდი ხანია ვიბრძვით და ერთ დღეს გადაწყვეტენ, რომ აღარ იყოს ჩვენთან ერთად,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მას შემდეგ რაც გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, „ქართული ოცნების“  წევრების ერთმა ნაწილმა ის მწვავედ გააკრიტიკა. მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც, რომელმაც  ფოფხაძე რელიგიური თემებით მანიპულაციაში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები