LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველამ ვიამაყოთ: NBA-ის თასი საქართველოსია

98

ზაზა ფაჩულია თბილისშია. კალათბურთელმა NBA-ის საჩემპიონო თასი ჩამოიტანა. ფაჩულიამ პრესკონფერენცია გამართა.

ზაზას აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.

„მიხარია, რომ ეს ბედნიერი დღე გამითენდა. NBA-ის თასი საქართველოსია. ყველას შეგიძლიათ, იამაყოთ, რადგან ამ ტიტულს ჩვენ ვერავინ წაგვართმევს. ვიამაყოთ და იმედია, ეს პირველია და არა უკანასკნელი ტიტული“, – ამის შესახებ თბილისის აეროპორტში NBA-ს პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ განაცხადა.

აეროპორტში ემოციური დახვედრის შემდეგ ზაზა ფაჩულია ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს სასტუმრო “რუმსში” შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. შეხვედრის შემდეგ ფაჩულიამ თასთან და გულშემატკივრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

ზაზამ გულშემატკივრები დღეს, 7 აგვისტოს სპორტის სასახლეში მიიწვია, სადაც NBA-ს თასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენს გადასცემს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები