LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველანი ქართული ოცნების წინააღმდეგ: ეს იქნება ყველაზე დიდი სკანდალი

79

დღევანდელი პრესა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ამახვილებს მკითხველის ყურადღებას და წერს, რომ მთელი ოპოზიცია, საპარლამენტოც და არასაპარლამენტოც, მათ შორის ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული პარტიები, ასევე არასამთავრობოების ნაწილი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანდება და კონკრეტულ კამპანიას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში გავლენ და ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სახალხო განხილვის პარალელურად მოსახლეობას აუხსნიან რეალურად რა და როგორ იცვლება კონსტიტუციაში და რატომ აპროტესტებენ თავად ამ ცვლილებებს.

საკონსტიტუციო ცვლილებები ერთ-ერთი მთავარი თემაა დღევანდელ პრესაში და არაერთ სტატიასა თუ ინტერვიუს წაიკითხავთ ამ თეაზე დღეს გამოსულ ქართულ გაზეთებში.

გაზეთი „ახალი თაობა“ ციანიდის საქმეზე ოქროს მოწმის ირაკლი მამალაძის ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს. მამალაძე კიდევ ერთხელ იხსენებს საქმის დეტალებს, დეკანოზთან შეხვედრასა და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის გამონათქვამებს. ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ ოხანაშვილის საუბრებში ბევრი ითქვა დანაშაულებრივი გეგმის სესახებ, თუმცა ამაზე მარტო მისი განცხადებები საკმარისი არაა და ამიტომ ის იმედოვნებს მამა გიორგი მამალაძე ითანამშრომლებს პროკურატურასთან და დაასახალებს დამკვეთებს სასამართლო სხდომაზე – ”ეს იქნება ყველაზე დიდი სკანდალი”, – ამბობს ირაკლი მამალაძე. იქნება თუ არა სკანდალური მამა გიორგი მამალაძის განცხადებები ეს 5 მაისს გამოჩნდება, როდესაც ციანიდის საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყება,

სასამართლოს თემა დღევანდელ პრესაში ლევან მურუსიძის ინტერვიუთიც არის აქტუალური. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“, სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებს, საუბრობს მოსამართლეების წინააღმდეგ არსებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და ასევე მის მოსალოდნელ უვადოდ დანიშვნის შესახებ. ლევან მურუსიძე ამბობს, რომ მსგავსი რამ არ განიხილება.

გაზეთი „რეზონანსი“ უვიზოდ მიმოსვლიდან ერთი თვის შედეგებს აჯამებს. სტატიიდან შეიტყობთ, რომ ამ ერთ თვეში უვიზოდ საზღვარი 11 700 მოქალაქემ გადაკვეთა. უკან მობრუნებულების რაოდენობა კი 26 შეადგენს, რასაც ხელისუფლება და ექსპერტები დადებითად აფასებენ და იმედოვნებენ და ასეთივე პოზიტიური შედეგი გვექნება 3 თვის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დაბრუნების პერიოდი დადგება.

ყოველი მე-5 პენსიონერია – ასეთი სათაურით სტატიას „რეზონანსი“ აქვეყნებს და წერს, რომ ერი დიდი სისწრაფით ბერდება. პენსიონერების წილი საერთო მოსახლეობაში წლიდან წლამდე იზრდება რაც ცალსახად ერის დაბერების ნიშანია. 9 წლის წინ პენსიონერთა რაოდენობა 611 879 იყო, 2017 წლის მარტის მდგომარეობით კი 721 213-მდეა გაზრდილი. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო დაბერების გზას ადგას და მომავალაში ბიუჯეტს პენსიონერთა უზრუნველყოფა გაუჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები