LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას ინდივიდუალურად დააკვირდებიან: ნაკრებში პოლარის სისტემა დაინერგა (ვიდეო)

36

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში წვრთნის თანამედროვე ტექნოლოგია დაინერგა. პოლარის სახელით ცნობილ სისტემამ ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი გუნდები იყენებენ, რაც გულისხმობს ყველა მოთამაშისთვის ფიზიკური გამლეობის ინდივიდუალურად განსაზღვრას, საიდანაც მწვრთნელთა შტაბს ნათლად ეცოდინება, თუ ვის რა დონის დატვირთვები უნდა მისცეს.

აღნიშნული სისტემის მოწყობილობა პოდჩეტრტეკში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებთან ევროპაში განთქმულმა სლოვენიელმა სპორტულმა ექიმმა და აღნიშნული სისტემის პროფესორმა – მიტ ბრაჩიჩმა ჩამოიტანა. პოლარისის სისტემა გულისხმობს მოთამაშის ტანზე ვარჯიშის წინ მოწყობილობის მიმაგრებას, რომელიც გულის მოქმედების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის პროგრამას, რომელსაც მწვრთნელი აკონტროლებს.

აღნიშნული სისტემის შესახებ ეროვნული ნაკრების გამოცდილმა მოთამაშემ, მანუჩარ მარკოიშვილმა გააკეთა კომენტარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები