LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას თავზე რომ აჯექით, ეგ დრო დამთავრდა, არაფერს გაგიტარებთ – კალაძე ოპოზიციას

47

საკრებულოს სხდმაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, დეპუტატებმა თბილისის მერს, კახა კალაძეს კითხვები დაუსვეს მიმართეს. დეპუტატები უფასო სასადილოების დაფინანსების, „სითი პარკისა“ და მის ჯარიმების, ინფრასტრუქტურული პროექტების, დასაქმებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების, საპენსიო დანამატის საკითხებით დაინტერესდნენ.

შეკითხვების დასრულების შემდეგ კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატებს უპასუხა.

„ის წლები, როდესაც თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა, – მიმართა თბილისის მერმა საკრებულოს ოპოზიციას.

“როდესაც ამბობდნენ, რომ ამ დარბაზში ბნელა, ახლა მივხვდი რატომ ბნელა. ლევან ხაბეიშვილს რომ ვუყურებ, შეენაცვლეთ ვინმე ამ ბანერის დაჭერაში.

ერთი რამ მინდა გითხრათ, სოციალური მიმართულებით სიცრუეზე საუბრობთ. უფასო სასადილოების მიმართულებით ნახევარი მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ოთხჯერადი კვებაა.

არც ერთ ტყუილს არ გაპატიებთ. ის წლები, როცა თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა. სიცრუით და დემაგოგიით არაფერს გაგიტარებთ”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები