LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ასაკოვანი ქირურგი 89 წლისაა და დღეში 4 ოპერაციას აკეთებს

334

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ქირურგი რუსეთში, ქალაქ რიაზანში მუშაობს. ალა ლევუშკინა 89 წლისაა და დღეში, საშუალოდ, 4 ოპერაციას აკეთებს.

ალა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დიშვილთან და 8 კატასთან ერთად ცხოვრობს, ქირურგად 67 წელია მუშაობს და ამ პერიოდში 10 ათასზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული.

„ექიმობა მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების სტილია,“ – ამბობს ლევუშკინა.

ყველაზე ასაკოვან ქირურგს დიდ ხანს ცხოვრების არანაირი საიდუმლო რეცეპტი არ აქვს.

„ვჭამ ყველაფერს, ვიცინი ძალიან ბევრს და ასევე, ვტირი ძალიან ბევრს,“ – განაცხადა ლევუშკინამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები