LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ: ხურციძე საზოგადოებას ციხიდან მადლობას უხდის

111

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს. მისი მიმართვა “ფეისბუქზე” სპორტსმენის მეგობარმა, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა გამოაქვეყნა.

ავთანდილ ხურციძე: “მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს თურქეთში, უკრაინაში, ამერიკაში მყოფს. ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემ მიმართ. არავის ვუსურვებ აქ ჩაჯდომას, მაგრამ მგონი ღირდა იმის ფასად, რომ მეგრძნო ამხელა სიყვარული და სითბო. აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ქუთაისი, ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით. ჩემი შემყურე ასი პატიმარი ვარჯიშობს უკვე კრივზე. ძალიან ბედნიერი ვარ, აქ, ამდენ მკვლელსა და ნარკომანში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდა ვიყო… გამოვეცხადე ანჩისხატივით. აბა მშვიდობით”.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიუ-იორკში რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს.

დაკავებულთაგან 15 ქართველია, მათ შორის ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ რეკეტი და ფულის გამოძალვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები