LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დაბალკალორიული 21 პროდუქტი, რომელიც წონის კლებაში დაგეხმარებათ

8458

წონაში კლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დაბალი კალორიების მქონე საკვებია. ჩვენ შევარჩიეთ 23 სახეობის პროდუქტი, რომელიც დაბალი კალორიულობით გამოირჩევა და რომელიც ყოველგვარი კალკულაციის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ. ესაა პროდუქტები, რომლებიც დღის მანძილზე თამამად შეგიძლიათ მიირთვათ და არ იღელვოთ კალორიებზე

 

  • ვაშლი

100 გრამ ვაშლში მხოლოდ 47 კალორიაა. გარდა იმისა, რომ ის A და C ვიტამინებს შეიცავს, ფანტასტიკურია გულის დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

  • გარგარი

ერთი ცალი გარგარი შეიცავს 12 კალორიას და როგორც სპეციალისტები ამბობენ, მისი ყოველდღიური მიღება რადიკალურად ამცირებს გულის დაავადებების რისკს.

  • სატაცური

სატაცური ერთი თავი შეიცავს 6 კალორიას და ის სავსეა A, C, E და K ვიტამინებით.

  • ჭარხალი

100 გრამ ჭარხალში 36 კალორიაა და ის დიდი ოდენობით რკინას შეიცავს.

  • ბროკოლი

100 გრამი ბროკოლი შეიცავს 33 კალორიას, სავსეა ვიტამინებით და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის საუკეთესო საშუალებად ითვლება.

  • ყვავილოვანი კომბოსტო

პატარა ზომის ყვავილოვანი კომბოსტო მხოლოდ 3 კალორიას შეიცავს და ის დიდი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ. მის შემადგენლობაში C ვიტამინი გვხვდება 77 პროცენტის ოდენობით, რაც დღიური ნორმის იდეალური მაჩვენებელია.

  • ნიახური

ერთი შეკვრა ნიახური მხოლოდ 2 კალორიას შეიცავს. ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას და კალორიების წვავს.

  • შტოში

100 გრამი შტოში შეიცავს 15 კალორიას. ის ასევე C ვიტამინის ულევი წყაროა.

  • წიწმატი

4 შეკვრა მხოლოდ 4 კალორიას შეიცავს. ესაა ერთის მხრივ დიეტური და მეორეს მხრივ სასარგებლო საკვები. შეიცავს დიდი ოდენობით K ვიტამინს, რომელიც ძვალსახსროვანი სისტემისთვის უებარი წამალია. ასევე A ვიტამინს, რომელიც იდეალურია მხედველობისთვის.

  • კიტრი

როგორც ექსპერტები ამბობენ, კიტრი ძირითადად წყლისგან შედგება და ორგანიზმიდან ტოქსინებს დევნის.

  • კამა

100 გრამი კამა შეიცავს 12 კალორიას და ის ფანტასტიკურია ქალის ორგანიზმისთვის, რადგან ჰორმონალური დისბალანსის დარეგულირებას უწყობს ხელს.

  • ნიორი

100 გრამ ნიორში 47 კალორიაა. მიჩნეულია, რომ თუ დიდი ოდენობით ნიორს შეჭამთ, იმაზე მეტ კალორიას დაწვავთ, ვიდრე მიიღებთ.

  • გრეიფრუტი

ნახევარი გრეიფრუტი შეიცავს 24 კალორიას და კვლევით დასტურდება, რომ მისი წვენი წონის კორექციას უწყობს ხელს.

  • მწვანე ლობიო

100 გრამი ლობიო შეიცავს 24 კალორიას. ის საოცრად ნოყიერი და სასარგებლოა

  • კომბოსტო

100 გრამ კობოსტოს აქვს 33 კალორია. ერთის მხრივ ის სასარგებლოა, რაგან უამრავ ვიტამინს შეიცავს, მეორეს მხრივ კარგი საშუალებაა დიეტის დროს.

  • პრასი

100 გრამი პრასი შეიცავს 22 კალორიას. შეიცავს ასევე B6 ჯგუფის ვიტამინებს და დიდი ოდენობით რკინას.

  • ლიმონი

მართალია ლიმონი ალერგიულია, მაგრამ წონის კორექციის დროს ის ნებისმიერ კერძთან შეუცვლელია.

  • სალათის ფურცლები

100 გრამი სალათის ფურცელი შეიცავს 14 კალორიას. ის ძირითადად წლისგან შედგება და კალორიის დათვლაც არაა აუცილებელი.

  • ხახვი

ერთი ცალი ხახვი 7 კალორიას შეიცაცს. ნიორის მსგავსად, ისიც დღის მანძილზე მიღებული კალორიების წვას უწყობს ხელს.

  • ჟოლო

ის იმდენად დიდი ოდენობის C ვიტამინს შეიცავს, რომ ფანტასტიკური საშუალებაა რკინადეფიციტური ანემიის დროს. ერთი ცალი ჟოლო შეიცავს 1 კალორიას.

  • საზამთრო

მეოთხედი საზამთრო შეიცავს 16 კალორიას. ის აღადგენს ორგანიზმში წყლის ბალანსს და მას ტოქსინებისგან ათავისუფლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები