LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძუნწი მამაკაცები და ანგარებიანი ქალბატონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

539

სიძუნწე და მომჭირნეობა – ორი მომიჯნავე მცნებაა, თუმცა ერთ ნეგატიური, მეორე კი, საკმაოდ საჭირო თვისებაა. ძუნწი მამაკაცი ისეთივე არასასიამოვნოა, როგორც ანგარებიანი ქალი და მართალია, ადრე თუ გვიან, ორივე პოულობს მეწყვილეს, მაგრამ პარტნიორი ყოველთვის უკმაყოფილოა.

შეიძლება თუ არა ზოდიაქოს ნიშნით განსაზღვრა, რამდენად ძუნწი ან ანგარებიანია ადამიანი? რა თქმა უნდა, ადამიანის ამოსაცნობად მხოლოდ „ასტროლოგიური ინფორმაცია“ საკმარისი არაა, თუმცა, ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანი იმდენად აშკარად ავლენს საკუთარ ნეგატიურ თვისებებს, რომ თვალის დახუჭვა უბრალოდ შეუძლებელია.

* ყველაზე ძუნწი და ანგარებიანი ზოდიაქოს ნიშნები

კურო და მორიელი -ზოდიაქოს ამ ნიშნებს ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვთ მატერიალურ სამყაროსთან, უფრო სწორედ – ფულთან. თუმცა, კურო საკუთარს უფრთხილდება, მორიელს კი, სულ სხვის ქონებაზე უჭირავს თვალი.

მამაკაცი კურო მყარად დგას მატერიალურ საფუძველზე და რაც უფრო დიდია ფულით გატენილი ტომარა ფეხქვეშ, მით უფრო მშვიდად გრძნობს თავს. ზოდიაქოს ეს ნიშანი მანიაკალურად ზოგავს ფულს და ძალიან იშვიათად, მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ხარჯავს. მართალია, ფუფუნების მოყვარულ კუროს შესაშური კომფორტის მოწყობა შეუძლია, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არა სხვებისთვის და პარტნიორსაც არასდროს ანებივრებს ძვირფასი საჩუქრებით. ასე რომ, თუ კუროსთან ურთიერთობის დაჭერა გადაწყვიტეთ, არ აგრძნობიოთ, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, მის გარეშეც შეგიძლიათ საკუთარი თავის უზრუნველყოფა, რადგან მომჭირნე კუროს ძალიან არ უყვარს საკუთარის სხვისთვის განაწილება და კიდევ უფრო მაგრად მოუჭერს ხელს დანაზოგს.

მამაკაცის მსგავსად, ქალი კუროც საკმაოდ ანგარებიანია, მუდმივად შეძლებული, ხელგაშლილი მამაკაცის ძიებაშია და თუ მიხვდა, რომ არ ხართ მზად გაუნაწილოთ საკუთარი შემოსავლები და აავსოთ საჩუქრებით, სინანულის გარეშე წავა და მდიდარ მამაკაცებზე გააგრძელებს „ნადირობას“.

მორიელი სიძუნწისა და ანაგარების ნამდვილი რეკორდსმენია. მამკაცი მორიელის ხელმომჭირნეობა მისი ხასიათის თავისებურებებთანაა დაკავშირებული – საშინელი მესაკუთრეა, არ უყვარს საკუთარის სხვისთვის განაწილება და რაც მთავარია, ხშირად სხვისასაც საკუთარად თვლის. მართალია, მორიელ მამაკაცი სულ ფულის თვლაშია, მაგრამ არასდროს ცხოვრობს სხვის ხარჯზე, ქალი კი, პირიქით – სულ სხვისი „დახმარებით“ ცდილობს ცხოვრების მოწყობას.

კირჩხიბი – ორი ლიდერის შემდეგ, ყველაზე ძუნწების რეიტინგის მესამე ადგილი კირჩხიბს უჭირავს. მართალია, ქალბატონი კიჩხიბი ნაკლებად ანგარებიანია, თუმცა პარტნიორის მატერიალურ კეთილდღეობაზე მაინც არასდროს ამბობს უარს. მამაკაცებს შორის კი, საკმაოდ მრავლად არიან ძუნწები, რაც გასაგებიცაა, რადგან მამაკაც კირჩხიბს მუდმივად შემოსავლის დაკარგვის შიში აქვს.

ქალწული და თხის რქა – სინამდვილეში, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები არა ძუნწები არამედ ზედმეტად ეკონომიურები არიან, სიამოვნებით ხარჯავენ ფულს ახლობლებისთვის, თუმცა არასდროს ემეტებათ უბრალოდ ნაცნობებისთვის. ძუნწი ქალბატონები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმოადგენლებს შორის ნაკლებად არიან, თუმცა, დაზოგვა ყველას ძალიან უყვარს.

თევზები  – მართალია თევზები ძუნწები არ არიან, მაგრამ ვერც განსაკუთრებულ ხელგაშლილობას დაიბრალებენ. მართალია, ზოდიქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაფრის ერთიანად გაცემა შეუძლიათ, მაგრამ ყოველთვის ეშინიათ არ მოატყუონ, არ დაამცირონ, არ გაძარცვონ და ამიტომ, ყველაფერს თავისთვის ინახავენ.

ტყუპები, სასწორი, მერწყული – ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმოამდგენლებს არც სიძუნწე ახასიათებთ, არც ანგარება და ნაკლებად არიან მიჯაჭვული მატერიალურ ფასეულობებს, რადგან ზოგადად არ ახასიათებთ რაიმეზე მიჯაჭვა.

ვერძი, ლომი, მშვილდოსანი – ყველაზე ხელგაშლილ ზოდიაქოს ნიშნად მშვილდოსანი ითვლება, რომელსაც მიღებაც ძალიან უყვარს და არც გაცემაზე ამბობს უარს. ვერძს საერთოდ არ ესმის რა საჭიროა ფულის დაგროვება, როცა თავისუფლად შეიძლება მისი დახარჯვა, ლომს კი, სტატუსით არ ეკადრება ფულის ეკონომია, რადგან ძალიან უყვარს ფუფუნება, რაც საკმაოდ სერიოზულ ხარჯებს მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები