LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ერთგული ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

482

გთავაზობთ ყველაზე ერთგული ცოლების რეიტინგს, თუმცა გახსოვდეთ, ყველა წესს აქვს გამონაკლისი და ზოგჯერ ვარსკვლავებიც ცდებიან.

ვერძი

მეუღლედ ვერძი ყოველთვის დამოუკიდებელ მამაკაცს ირჩევს, რომანს კი, საინტერესო ადამიანთან აბამს, არასდროს ერიდება ღალატს და არ უფრთხილდება მეუღლის გრძნობებს, რომელსაც პრინციპით: მიიღებს – კარგია, ვერ შეეგუება და… – კარგად ბრძანდებოდეს, ყველაფერს გულწრფელად უყვება.

 მშვილდოსანი

მშვილდოსანს რომანტიკული, მხიარული და შეუზღუდავი ურთიერთობა მოსწონს, რადგან გართობის მოყვარული ყველაფერში მრავალფეროვნებას ეძებს. მამაკაცს გრძნობით ირჩევს და არა გონებით, ძალიან თუ შუყვარდა, სამუდამოდ მისი ერთგული იქნება, ურთიერთგაგების არ არსებობის შემთხევავში კი, სწრაფად მიდის.

თევზები

თევზებს ყოველთვის მთელი გულით უყვარდებათ, ბოლომდე იხარჯებიან და არასდროს ფიქრობენ შედეგებზე. საყვარელი მამაკაცი თუ დაუძახებს, დაუფიქრებლად გაჰყვება და არც შეწუხდება, რომ მეუღლე გვერდით უზის. თევზებს არასდროს აშინებთ შეცდომის დაშვება და პარტნიორის გულის ტკენა, თუმცა პატიებას არასდროს ითხოვენ, რადგან გულწრფელად არ ესმით რა დააშავეს.

 სასწორი

სასწორის ნიშნით დაბადებულები მაგნიტივით იზიდავენ მამაკაცებს და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. იდუმალებით მოცულ სასწორს კარგად გამოსდის დისტანციის შენარჩუნება, რაც უფრო მეტად იზიდავს მამაკაცებს. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ ასეთ ქალბატონებს ყოველთვის მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება აქვთ და არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე თხოვდებიან.

მორიელი

ვნებიანი და ემოციური, თუმცა საღად მოაზროვნე მორეიელმა ყოველთვის ზუსტად იცის, როგორი მამაკაცი სჭირდება. მართალია, დიდხანს ეძებს, მაგრამ როცა პოულობს, ხელიდან არ უშვებს და არც თავად არღვევს ერთგულების პირობას.

თხის რქა

თხის რქა ეტაპობრივად აწესრიგებს საკუთარ ცხოვრებას და არც მამაკაცის არჩევას ჩქარობს. შესაფერის პარტნიორს ერთი შეხედვით სცნობს, არასდროს ცდება არჩევანში და არც მის ჩანაცვლებაზე ფიქრობს არასდროს. ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან არ უყვარს უკვე შესრულებული საქმის გადაკეთება და მამაკაცსაც პირველ რიგში „შესრულებულ საქმედ“ აღიქვამს.

 მერწყული

საკუთარი რთული ხასიათით მერწყული არა თუ მამაკაცებს, საკუთარ თავსაც ხშირად აკვირვებს. მხიარული და კომუნიკაბელური, ზედმეტად მობილური მერწყული სულ საქმიანობს, მაგრამ არასდროს იცის, რას აკეთებს. სიამოვნებით ებმება ნებისმიერ ავანტურაში და იდეალის ძიებაში პარტნიორებსაც ხშირად იცვლის.

კირჩხიბი

ბავშვობიდან მეუღლესა და ოჯახზე მეოცნებე კირჩხიბი იდეალური მეუღლეა, ამიტომ გათხოვილიც ყოვეთვის მისი ერთგულია. მთავარია, მამაკაცმა არ გაუცრიოს იმედი, რადგან თავისუფლად შეუძლია ბავშვებთან ერთად სახლიდან წასვლა, თუმცა ღალატზე მაინც არასდროს იფიქრებს.

ლომი

ლომი ყოველთვის გონებით ღებულობს გადაწყვეტილებას და ზუსტად იცის, რა განსხვავებაა სიყვარულს, ქორწინებასა და სექსს შორის. თუ მოახერხა და იმ პარტნიორს მიაგნო ვინც ყველაფერს ერთად მისცემს, მაშინ დამშვიდდება, სხვა შემთხვევაში – ყველაფრის ცალ-ცალკე და სხვადასხვა მამაკაცისგან მიღებას შეეცდება.

კურო

კონსერვატორული კურო არავის პატიობს ღალატს, მათ შორის არც საკუთარ თავს. საკმაოდ გვიან თხოვდება, იმ შემთხვევაში კი, თუ არჩევანში შეცდა, არასდროს იტყვის ხმამაღლა.

ტყუპები

ტყუპების ნიშნით დაბადებული ქალბატონი ერთგული და საიმედო მეუღლეა. თაყვანისმცემლებით განებივრებული, ყოველთვის ადვილად ებმება რომანტიკულ თავგადასავლებში, თუმცა გათხოვილი, სწრაფად ივიწყებს გართობას და მთელ დროს ოჯახს უთმობს.

ქალწული

ქალწული ყველა იმ თვისებას აერთიანებს, რაც იდეალური მეუღლისთვისაა აუცილებელი. მგრძნობიარე და სექსუალური, მომთმენი და საღად მოაზროვნე, მხიარული, თუმცა ყოველთვის პრაგმატული – ქალწული მართლაც იდეალური პარტნიორია!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები