LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გასაოცარი ქინქლაძე: გოლები, რომლის გამოც გვიყვარს ინგლისური ფეხბურთი (ვიდეო)

88

კანტონა. ბერგკამპი, ბექჰემი… ქინქლაძე – სილამაზის ზღვა.

აქ 90-იანებია წარმოდგენილი. დი კანიოს აკრობატიკა, ძოლას ქუსლური და რა თქმა უნდა ჩვენი გიო ქინქლაძის მარადონასეული ცნობილი გოლი.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა 90-იანების საკულტო გოლები, რომელიც ალბათ ათასჯერ გაქვთ ნანახი და მაინც არასოდეს მოგბეზრდებათ.

 

დალიან ატკისონი (ასტონ ვილა) – გაუტანა უიმბლდონს 1992 წლის 3 ოქტომბერს

 

მეტ ლე ტისიე (საუთჰემპტონი) – გაუტანა ნიუკასლს 1993 წლის 24 ოქტომბერს

 

ტონი იებოა (ლიდსი) – გაუტანა ლივერპულს 1995 წლის 21 აგვისტოს

 

გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი) – გაუტანა საუთჰემპტონს 1996 წლის 16 მარტს

ქალაქი გმირს საჭიროებდა. ბნელში მოცული „მეინ როუდის“ გამოღვიძება ქართველმა ფეხბურთელმა მოახრეხა. ეს მასზე იტყვიან – the best Georgi in Manchester since Best; ეს მის გამო გადააკეთებენ Oasis-ის უკვდავ ჰიტს Wonderwall; ეს ის მოხვდება, სხვა უცხოელი ვარსკვლავებთან ერთად ერთ ტალღაში.

 

ნოელ გალაჰერი აღფრთოვანებული იყო და თან ეშინოდა კიდეც ქინქლაძის გენიალურობის. Oasis-ის იდეოლოგი განცვიფრებული იყო: „პირველად ვუყურებდი ქინქის, და ეს იყო: ღმერთო, ეს ყველაზე საოცარი რამაა, ყველაზე ლამაზი, რაც კი ოდესმე მინახავს“.

1996 წლის 16 მარტს ორი აუტსაიდერი ხვდებოდა – ქინქლაძის „სიტი“ და ლე ტისიეს „საუთჰემპტონი“. ქინქლაძემ ორჯერ გაიტანა. პირველი გოლს ვერავინ იხსენებს, მეორეს კი ვერავინ ივიწყებს. ბურთის მიღება, ხუთი მოტყუებული მეტოქე და მიწაზე გართხმული მეკარე. არაფერი ზედმეტი 14 წამში. „ეს იყო მაქსიმალურად მიახლოებული მარადონას გოლთან“, – ხელებს იფშვნეტდა „სიტის“ მწვრთნელი ალან ბოლი.

 

სტენ კოლიმორი (ლივერპული) – გაუტანა ნიუკასლს 1996 წლის 3 აპრილს

 

დევიდ ბექჰემი (მანჩესტერ იუნაიტედი) – გაუტანა უიმბლდონს, 1996 წლის 17 აგვისტოს

 

ერიკ კანტონა (მანჩესტერ იუნაიტედი) – გაუტანა სანდერლენს, 1996 წლის 21 დეკემბერს

 

დენის ბერგკამპი (არსენალი) – გაუტანა ლესტერს, 1997 წლის 27 აგვისტოს

 

მაიკლ ოუენი (ლივერპული) – გაუტანა არგენტინას, 1998 წლის 30 ივნისს

 

რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი) – გაუტანა არსენალს, 1999 წლის 14 აპრილს

https://www.youtube.com/watch?v=quI_LkMj4HI

 

ნვანკვო კანუ (არსენალი) – გაუტანა ჩელსის, 1999 წლის 23 ოქტომბერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები