LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გავლენიანი პასპორტი გერმანულია – რომელ ადგილზეა რეიტინგში ქართული პასპორტი

207

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პასპორტი გერმანულია. Arton Capital-მა პასპორტების რეიტინგი შეადგინა იმის მიხედვით, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლიათ მის მფლობელებს უვიზოდ მოგზაურობა, ან ვიზის გამარტივებულად მიღება, ქვეყანაში შესვლისთანავე.

რეიტინგში 98 ქვეყანას შორის პირველ ადგილას გერმანული პასპორტია, გერმანიის მოქალაქეებს მსოფლიოს 158 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. მხოლოდ 1 ქვეყნით ჩამორჩებიან მას შვედეთისა და სინგაპურის მოქალაქეები.

დანიის, ფინეთის, საფრანგეთს, ესპანეთს, შვეიცარიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს პასპორტებით მოქალაქეები მსოფლიოს 156 ქვეყანაში იმოგზაურებენ.

საქართველო მე-60-ე ადგილას არის საუდის არაბეთთან, ბელარუსთან, პაპუა ახალ გვინეასთან და ბოლივიასთან ერთად, ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ (ან გამარტივებული წესით)  67 ქვეყანაში მიიღებენ.

რეიტინგში ბოლო ადგილზე ავღანეთია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები