LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე იღბლიანი და უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

1687

ყველას აქვს წარმატებული და წარუმატებელი დღეები, რასაც ჩვეულებრივ ან საკუთარ დამსახურებად მივიჩნევთ ან არახელსაყრელ პირობებს ვაბრალებთ. თუმცა, სინამდვილეში ჩვენს იღბალსაც და უიღბლობასაც ჩვენი ზოდიაქოს მფარველი პლანეტები განკარგავენ.

 

 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები:

♊ ტყუპები

მრავალმხრივი აზროვნების და ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენის წყალობით ტყუპები ყველაზე იღბლიან ზოდიაქოს ნიშნებად ითვლებიან. გარდა ამისა, ისინი ყოველთვის პოზიტიურად არიან განწყობილი და იღბალიც ყოველთვის მათ მხარესაა!

♐ მშვილდოსანი

მშვილდოსანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მიზანდასახული ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც ყოველთვის დარწმუნებულია სასურველი შედეგს მიღწევაში და სწორედ ამითაა განპირობებული მისი იღბლიანობაც. მეცნიერების მტკიცებით, სწორედ საკუთარი თავის რწმენა აქცევს წარმატებას რეალობად!

♏ მორიელი

მორიელი მაშინაა წარმატებული, როცა საკუთარ ინტუიციას ენდობა, რადგან მხოლოდ მორიელს შეუძლია იმის შემჩნევა, რასაც სხვები ვერასდროს დაინახავენ. სწორედ ამიტომ, მორიელი ყოველთვის შორიდან ამჩნევს იღბალს და არასდროს უშვებს ხელიდან, ზუსტად ისე, როგორც წინასწარ გრძნობს უსიამოვნებას და დროულად შეუძლია თავის არიდება.

♓ თევზები

მელანქოლიურობისა და მუდმივი დეპრესიის მიუხედავად, თევზები ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან ზოდიაქოს ნიშნებად ითვლებიან, რადგან ბედის საჩუქრებს განსაკუთრებული მონდომების და ხშირად შემთხვევითაც ღებულობენ.

♒ მერწყული

არაორდინალური აზროვნების წყალობით მერწყულს წარმატების მიღწევის უამრავი შანსი აქვს. ზოდიაქოს ეს ნიშანი საკმაოდ კომუნიკაბელურია, უყვარს სიახლეები და ყოველთვის სიამოვნებით ებმება ახალ პროექტებში, არასდროს უფრთხის წინააღმდეგობებს და სწორედ რისკისა და მიზანდასახულობის დამსახურებით აღწევს წარმატებას.

♈ ვერძი

ვერძის წარმატება მის სწრაფად აზროვნებასა და მოქმედებაზეა დამოკიდებული, რადგან ზოდიაქოს ნიშნებს შორის ვერძი ყველაზე თამამი ნიშანია და არასდროს ეშინია გარისკვის, სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და ისე სწრაფად გადადის მოქმედებაზე, რომ ყველაფრის გააზრებასაც ვერ ასწრებს.

 ყველაზე უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები:

♎ სასწორი

სასწორი ნაკლებად წარმატებული ზოდიაქოს ნიშანია, რადგან ორჭოფობა უყვარს და ვერძისგან განსხვავებით ზედმეტად ბევრს ფიქრობს, უჭირს გადაწყვეტილების მიღება და იმდენად ზანტად მოქმედებს, რომ იღბალს უბრალოდ ბეზრდება მისი ლოდინი.

♌ ლომი

ერთი შეხედვით მეფური ნიშანი ყველაზე პატივცემული და დაფასებული, იღბლიანი და წარმატებული უნდა იყოს, თუმცა, ზარმაც ლომს ძალიან არ უყვარს მუშაობა და არაფერს აკეთებს თუ საკუთარი შრომის რეალურ შედეგს წინასწარ ვერ ხედავს. გარდა ამისა, დამარცხება ლომისთვის ყოველთვის ძალიან მძიმეა და არაფრით უნდა გაიგოს, რომ გამარჯვება მარცხის გარეშე არ არსებობს!

♉ კურო

კურო ე.წ. „მესაზღვე“ ზოდიაქოს ნიშანია, რომლის ცხოვრებაში იღბალიც და უიღბლობაც თანაბრადაა. მართალია, კურო საკმაოდ პრაქტიკულია, მაგრამ ძალიან რთულია მისი ადგილიდან დაძრვა, ერთდროულად შეუძლია იმუშაოს და იზარმაცოს, სხარტად იაზროვნოს და გაჯიუტდეს, ამიტომ მისი იღბალი და იუღბლობაც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

♋ კირჩხიბი

კირჩხიბი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის განსაკუთრებული იღბლიანობით, რაც პირველ რიგში მისივე დამსახურებაა, რადგან საკუთარ ჯავშანში ჩაკეტილს ძალიან არ უყვარს ზედმეტი მოძრაობა, არასდროს ცდილობს განვირთარებას და იმ მცირედითაც კმაყოფილდება რაც გააჩნია.

♑ თხის რქა

თხის რქა ზედმეტად შფოთიანია, ზედმეტად ბევრს ფიქრობს პრობლემებზე და ამიტომ, იღბალიც ხშირად ღალატობს. გარდა ამისა, თხის რქა ვერასდროს ხედავს მიზნის მიღწევის მარტივ მეთოდს, ყოველთვის რთულ გზას ირჩევს და ხშირად შუა გზიდანაც ბრუნდება უკან.

♍ ქალწული

ქალწული არაა მიჩვეული ყველაფრის სწრაფად მიღებას, ზედმეტად კრიტიკულია ყველას,  პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და საუკეთესოს დევნაში ხშირად  იმასაც კარგავს, რაც ჰქონდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები