LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე კარგი ნეიმარი ყოფილა: რონალდო ათეულშიც არ არის

81

CIES Football Observatory-ის კვლევის მიხედვით ნეიმარი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

ანალიტიკურმა საიტმა სატრანსფერო ბაზრის კვლევა ჩაატარა და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები გამოავლინა. კვლევა ეყრდნობა ფეხბურთელის სტატისტიკურ მონაცემებს კლუბსა და ნაკრები თამაშისას, გუნდების ნაჩვენებ შედეგებს, ასევე ცნობების ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე გათვალისწინებულია ფეხბურთელების
საერთაშორისო მდგომარეობა, სათამაშო პოზიცია და მოქმედი კონტრაქტები.

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ნეიმარი (”ბარსელონა”) – 210,7 მლნევრო
2. დელე ალი (”ტოტენჰემი”) – 155,1 მლნევრო
3. ჰარი კეინი (”ტოტენჰემი”) – 153,6 მლნ ევრო
4. ლიონელ მესი (”ბარსელონა”) – 151,7 მლნ ევრო
5. ანტუან გრიზმანი (”ატლეტიკო”) – 150,3 მლნ ევრო
6. ლუის სუარესი (”ბარსელონა”) – 140,8 მლნ ევრო
7. პოლ პოგბა (”მანჩესტერ იუნაიტედი”) – 134,3 მლნ ევრო
8. გონსალო იგუანი (”იუვენტუსი”) – 120,2 მლნ ევრო
9. ედენ აზარი (”ჩელსი”) – 117,2 მლნ ევრო
10. პაულო დიბალა (”იუვენტუსი”) – 115,3 მლნ ევრო

 

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში კრიშტიანო რონალდომ მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა. საიტმა იგი 112,4 მლნ ევროდ შეაფასა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები