LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე კეთილი ვარჯიში: გერმანელების საჩუქარი ბავშვებს (ფოტოები)

122

გერმანიის ნაკრების წევრებმა ბავშვებს 1000 ბურთი აჩუქეს. რუსეთში ჩასულმა გერმანელებმა ღია ვარჯიში გამართეს, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.

უკვე ცნობილია, რომ ბუნდესმანშაფტის ნაჩუქარი ბურთები ექვს ორგანიზაციას გადაეცემა: ადგილობრივ სკოლას, უდედმამო ბავშვთა თავშესაფარს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ფეხბურთელთა საბავშვო ლიგას, სამოყვარულო საფეხბურთო ლიგას, ცსკა-ს სპორტ-სკოლას და გერმანიის საელჩოსთან არსებულ გერმანულ სკოლას. აღნიშნული სკოლა გერმანიის ნაკრბისაგან 4 წლის განმავლობაში 80 000 ევროს მიიღებს.

”გერმანიის საფეხბურთო ასოციაცია და მისი სოციალური ფონდი მხარს უჭერენ ტურნირს სოციალურ-პოლიტიკური პროგრამის ფარგლებში. ჩვენ გვინდა ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო მეტი კონტაქტი მატჩების დასრულების შემდეგ”, – განუცხადა ადგილობრივ მედიას გერმანელთა წარმომადგენელმა რაინჰარდ გრინდელმა.

 

თავად ვარჯიშმა ანშლაგით ჩაიარა. მანუელ ნოიერი სიხარულით ურთიერთობდა ბავშვებთან.

 

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვებისთვის სიხარული უნდა მოგვეტანა” – აღნიშნა ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა.

 

ფეხბურთელებმა ვარჯიშის შემდეგ ბავშვებთან და დანარჩენ გულშემატკივრებთან ფოტოები გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები