LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანია მეივეზერია

135

ფლოიდ მეივეზერი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანია. მესი და რონალდო ათეულში შედიან.

Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი სახეების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ყველაზე მეტ ფულს ფლოიდ მეივეზერი გამოიმუშავებს. ამერიკელი მოკრივის შემოსავალმა წელს 285 მლნ დოლარი შეადგინა. შემოსავლის მთავარ წყაროდ, რასაკვირველია კონორ მაკგრეგორთან გამართული ორთაბრძოლა იქცა, საიდანაც მეივეზერმა 275 მლნ დოლარი მიიღო.

რეიტინგში მეორე ადგილს ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯორჯ კლუნი იკავებს, რომლის შემოსავალიც 239 მლნ დოლარი იყო.
მესამე ადგილზეა კაილი ჯენერი 166,5 მლნ დოლარით.

რეიტინგის პირველი ათეულის დარჩენილი პოზიციები კი ასე გამოიყურება:

4. ჯუდი შეინდლინი -147 მლნ დოლარი
5. დუეინ ჯონსონი- 124 მლნ დოლარი
6. U2 – 118 მლნ დოლარი
7. Coldplay – 115,5 მლნ დოლარი
8. ლიონელ მესი-111 მლნ დოლარი
9. ედ შირანი-110 მლნ დოლარი
10. კრიშტიანო რონალდო – 108 მლნ.დოლარი

რაც შეეხებათ სპორტის სხვა ვარსკვლავებს:

12. კონორ მაკგრეგორი – 99 მლნ
13. ნეიმარი – 90 მლნ.
17. ლებრონ ჯეიმსი – 85,5 მლნ
23. როჯერ ფედერერი – 77,2 მლნ
24. სტეფ კარი – 76,9 მლნ
43. კევინ დურანტი – 53,7 მლნ
47. ლუის ჰამილტონი – 51 მლნ
51. რასელ ვესტბრუკი – 47,5 მლნ
56. ჯეიმს ჰარდენი – 46,4 მლნ
66. ტაიგერ ვუდსი – 43,3 მლნ
72. რაფაელ ნადალი – 41,4 მლნ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები