LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი კვლავ ჯენიფერ ლოურენსია

88

მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი კვლავ ჯენიფერ ლოურენსია, „ფორბსის“ მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ოსკაროსანმა მსახიობმა 46 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

ლოურენსის შემოსავლებმა გასულ წელთან შედარებით 11,5%-ით დაიკლო – 2015 წელს მსახიობის ანგარიშზე 52 მლნ იყო.

მეორე ადგილზე არის ჰოლივუდელი მელისა მაკარტი, მან 33 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალებს შორის მესამე ადგილი სკარლეტ იოჰანსონმა დაიკავა, მისი ბოლო 12 თვის შემოსავალი 25 მლნ დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები