LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი სამედიცინოზე აბარებს

163

2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე უმაღლესი 80 ქულა 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დევი ონიანმა მიიღო. აბიტურიენტი და ახლა უკვე სტუდენტი სამედიცინო მიმართულებაზე აბარებს და ექიმობას გეგმავს. დევი ონიანს  EDU.ARIS.GE ესაუბრა. მისი თქმით, შედეგების შესახებ სოფელში, დასასვენებლად მყოფმა შეიტყო და მაღალ ქულას უკვე მეგობრების წრეში აღნიშნავს.

დევი ონიანის თქმით, ზოგად უნარებში მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში ემზადებოდა და მათემატიკა ყოველთვის უყვარდა.

„თავიდანვე რომ გავაკეთე უნარების ტესტი 73 ქულა ავიღე და ვიფიქრე, რომ არ მჭირდებოდა ბევრი მომზადება. ბოლო რამდენიმე თვე დავდიოდი, რომ რაც პრობლემები მქონდა ეგენი აღმომეფხვრა. მათემატიკა გამომდის. ზოგადი უნარების შედეგები რომ დაიდო, რაც გადავამოწმე ყველაფერი სწორი მქონდა. ვფიქრობდი და ეჭვი მეპარებოდა, რომ შეიძლება გადაწერაში მქონოდა შეცდომა და რომ დაიდო უკვე პასუხები, საიტით ვნახე. კმაყოფილი როგორ არ უნდა ვიყო ამ შედეგით“ – ამბობს დევი ონიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები