LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეტ ფულს მანჩესტერი შოულობს

92

”მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიან კლუბად იქცა. ამის შესახებ ცნობებს ავრცელებს კომპანია Deloitte-ის საიტი, რომელმაც კვლევა ჩაატარა.

”წითელმა ეშმაკებმა” მადრიდის ”რეალი” ჩაანაცვლეს, რომელიც 11 წელი ყველაზე დიდ შემოსავალს იღებდა და უცვლელად ლიდერობდა რეიტინგს.

”იუნაიტედმა” 2015-16 წლების სეზონში 689 მლნ ევრო გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით პირველი ადგილი დაიკავა. მადრიდის ”რეალი” ამ რეიტინგში 620,1 მლნ ევროიანი შემოსავლით მხოლოდ მესამეა, მეორეზე კი 620,2 მლნ ევროთი ”ბარსელონა” გავიდა.

2014-15 წლების სეზონში “მანჩესტერის” ჯამური შემოსავალი 519,5 მლნ ევრო გახლდათ, რომლის გაზრდაც გუნდის მიერ გაფორმებული ახალი სასპონსორო კონტრაქტებითაა გამოწვეული.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბების ათეულში ასევე შევიდნენ: “ბაიერნი”, “მანჩესტერ სიტი”, “პსჟ”, “არსენალი”, “ჩელსი”, “ლივერპული” და “იუვენტუსი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები