LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეტი რუსეთიდან: ერთ თვეში საქართველოში 255 მილიონი ლარი გადმოირიცხა

64

2017 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 255.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (11.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.

ყველაზე დიდი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა, შემდეგ მოდის აშშ და საბერძნეთი. ხუთეულში ასევე შედიან საბერძნეთი და იტალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები