LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეტი საჩივარი მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში შევიდა – თამარ ჟვანია

85

“ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 309 საჩივარი, ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში”,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. მათი ძირითადი ნაწილი კი პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

“ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობა გახლავთ კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა, არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომლებიც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, რაც ცხადია, საჭროებს შესწავლას და შესაბამის რეაგირებას”,-აცხადებს თამარ ჟვანია.

თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ამომჩრეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით შეადგინა 45.65% . წინასწარი მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 789 652-მა ქალმა , რაც 50.28%-ია და 780 911-მა კაცმა რაც 49.72%-ს შეადგენს.

“ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე კანონის შესაბამისად ჩაიარა. არჩევნების დღეს უბნებზე პროცესებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც ცხადია, საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი რეაგირება ექნება. ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი ნების გამოხატვა”,-განაცხაადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, განცხადებები რომელსაც პოლიტიკური პარტიები დარღვევების შესახებ აკეთებდნენ, ასევე დარღვევებზე მედიაში გასული ინფორმაციის დიდი ნაწილი არ დადასტურდა, თუმცა, იყო შემთხვევები, რომელიც დადასტურდა. ჟვანია აღნიშნავს, რომ დარღვევებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ დროული კომუნიკაცია და ამ შემთხვევებში, სადაც შესაძლებელი იყო, ცესკო-ს მყისიერი რეაგირება ჰქონდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები