LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მნიშვნელოვანია, კონსენსუსი შედგეს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის – ეკა გიგაური

22

“ყველაზე მნიშვნელოვანია, კონსენსუსი შედგეს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის და ამის გაკეთება არის შესაძლებელი, თუკი დავიწროვდება საკითხები,” – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიგაურის თქმით, ყველა მხარემ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ კონსენსუსი შედგეს.

მე ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ეს არის შესაძლებელი, თუ ყველა მხარე დააყენებს მოთხოვნას, ზუსტად ამიტომ ვაცხადებდით, რომ მნიშვნელოვანია, ერთ თემაზე მოხდეს კონსენსუსი და ეს არის საარჩევნო საკითხები, შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნებოდა, თუკი საქართველოს პრეზიდენტი ამ კუთხით ჩაერთვებოდა ამ პროცესში,” – განაცხადა გიგაურმა.