“ყველაზე მთავარი კითხვაა, საიდან შემოიტანეს ეჭვმიტანილებმა ამდენი იარაღი”

91

“ძალიან მწვავე კითხვებზე მოუწევს სამართალდამცველებს პასუხის გაცემა, ამ სპეცოპერაციის გამო”, – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში, ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში კოტე იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის განცხადებითვე, ჩნდება მთავარი კითხვა: საიდან აქვთ ამ პირებს ისეთი შეიარაღება, რომ ოთხი საათი განუწყვეტლივ ისვრიან.

“ფაქტია, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილები კარგად შეიარაღებულები არიან. ინფორმაცია ვრცელდება, რომ ისინი ორი წელია ამ მისამართზე ცხოვრობენ, რაც იმას ადასტურებს, რომ ჩვენი სადაზვერვო სისტემა ჩამოშლილი და პარალიზებულია.

ყველაზე მთავარი კითხვაა – საიდან შემოიტანეს ეს იარაღი. თუკი ამხელა ტერიტორიაზე უკონტროლოდ მოძრაობს ამდენი იარაღი, კატასტროფაა, ასევე ჩამოშლილ სახელმწიფო სისტემაზე მეტყველებს ის, თუკი შეგიძლია საზღვარზე იმდენი იარაღი შემოიტანო, რომ ოთხი საათი განუწყვეტლივ ისროდე,  ძალიან მწვავე კითხვებზე მოუწევთ სამართალდამცველებს პასუხების გაცემა”, – განაცხადა კოტე იოსელიანმა “ფორტუნას” ეთერში.

სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ერთი კონკრეტული ბინის აღებას ამდენი ხანი არ უნდა სჭირდებოდეს და თუ ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილები ერთ ბინაში არიან, სპეცოპერაციის ამდენი ხანი გაგრძელება, არასწორი დაგეგმარების ბრალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები