LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე პოპულარული სახლები „ინსტაგრამის“ მომხმარებელთა ვერსიით

148

ოკეანის ხედი, ტყის პეიზაჟი თუ ქალაქის პანორამა – რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი არჩევანი აქვს და „ინსტაგრამის“ მომხმარებელმაც ათი საუკეთესო სახლი შეარჩია.

სახლი სკაიკომიშეს ტყეში – მყუდრო სახლი ფიჭვის ტყეში ერთდროულად რამდენიმე მთის ტბასთანაა ახლოს და სწორედ ამ ულამაზეს ხედებზე “ნადირობენ” ფოტოგრაფები, აქტიური დასვენების მოყვარულებს კი, რამდენიმე კილომეტრში სათხილამურო კურორტი “სტივენს პასი” ელით.

სახლი პეკვუდში – განმარტოებული სახლი ტყის სიღრმეში განსაკუთრებით მათ მოსწონთ, ვისაც სტრესისგან თავის დაღწევა ბუნებაში ურჩევნია. ახალი მარჩრუტის ათვისება, ცხელი აბაზანა და გრილზე მომზადებული ვახშმი – მართლაც საუკეთესო ვარიანტია პრობლემების დასავიწყებლად.

სახლი მინესოტაში ტბის ნაპირზე – მინესოტაში, ყველაზე დიდი მტკნარი ტბის Lake Superior-ის ნაპირზე დაბინავებულები არასდროს ჩქარობენ. მზის ამოსვლას საკუთარ პლაჟზე ხვდებიან, საღამოს კი, მედიტაციას უთმობენ დაისის ფონზე. სახლში ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის, თანამედროვე ტელესკოპის ჩათვლით ვარსკვლავების ახლოს “გასაცნობად”.

ყვავილების სახლი ტულემში – მათ ვისაც ქალაქის ხმაური მობეზრდა, ტულემში მიემგზავრება, სადაც კომფორტულად დაბინავებული, ორქიდეების, პალმებისა და გვიმრების ცქერით ტკბება მეზობლად გაშენებულ კერძო ბაღში.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები