LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სასაცილო ისტორია: ცოლმა ტიპი მუნდიალზე არ გაუშვა, ის კი მაინც მაგრად ერთობა (ფოტოები)

440

ცოლმა მექსიკელი გულშემატკივარი მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაუშვა. მეგობრებმა რუსეთში მისი მუყაოს ფიგურა ჩაიტანეს და არაფერი არ მოაკლეს.

ამ მუნდიალის ყველაზე სახალისო ისტორია მექსიკელ ფანს გადახდა თავს. „აცტეკების“ ერთი ქომაგი რუსეთში ქალმა არ გაუშვა. ამ ცოლის ჭკუაზე მოსიარულე კაცის მეგობრებმა მისი გამოსახულება გამოჭრეს და ზედ მიაწერეს: „ჩემმა ბებრუხანამ არ გამომიშვა“. თუმცა ის მაინც მაგრად ერთობა.

ფანფესტზე

ბარის ტუალეტში

შხაპს იღებს

ცოტა ზედმეტი მოუვიდა

ის მექსიკა-გერმანიის მატჩსაც დაესწრო.

 

 

ამასობაში:

მოსკოვის სასტუმროში რობოტი-გულშემატკივარი დაბინავდა. უჩვეულო სტუმარი სახელად ბორისი “Azimut hotel”-ში დასახლდა. ხელოვნური ინტელექტი სინამდვილეში რობოტების მუზეუმში „რობოსადგურში“ ცხოვრობს, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ის თავის ჩვეულ ცხოვრებას დატოვებს და საყვარელი გუნდის გვერდით დადგება. საინტერესოა, რომ ბორისმა, ისევე როგორც სასტუმროს სხვა სტუმრებმა, სტანდარტული რეგისტრაცია გაიარა და ნომერში მხოლოდ ამის შემდეგ შესახლდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები