LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სისხლიანი თავდასხმის შედეგად 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი დაიღუპა

77

სირიის ჩრდილოეთში ავიადარტყმის შედეგად 22 ბავშვი და ექვსი მასწავლებელი დაიღუპა, „იუნისეფის“ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დაბომბვის შედეგად განადგურდა სკოლა, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იდლიბში მდებარეობს. სირიის ხელისუფლების ცნობით, რაიონში დარტყმა „ტერორისტებმა“ განახორციელეს.

„ეს ტრაგედიაა და თუ განზრახ გააკეთეს, სამხედრო დანაშაულია,“ – ნათქვამია „იუნისეფის“ აღმასრულებელი დირექტორის, ენტონი ლეიკის განცხადებაში.

ლეიკის თქმით, თავდასხმა, შესაძლოა, სირიაში ომის განმავლობაში სკოლაზე ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყოს.

იდლიბში მდებარე სოფელი ჰასი ალეპოდან 70 კმ-ს დაშორებით მდებარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები