LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სწრაფი ისტორიაში: როგორ მივულოცოთ პარტნიორს შვილის შეძენა და რა ვუყოთ ნაგავს (ვიდეო)

118

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ესპანეთთან მატჩის პირველ ტაიმში ერთ-ერთი კონტრშეტევისას 38,6 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. კრიში ამით ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი გახდა. ის კონტრშეტევა გოლით არ დასრულებულა, რონალდოს კარგი პასი გედეშმა ჩააფლავა.

 

დანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ფული შეაგროვეს და თანაგუნდელის იონას კნუდსენის კერძო თვითმფრინავით მგზავრობა დააფინასნეს. მიზეზი: ფეხბურთელს გოგონა შეეძინა.
კნუდსენმა ცოლის ნაადრევი მშობიარობის შესახებ პირველ მატჩამდე ორი დღით ადრე შეიტყო. პერუსთან მოგების შემდეგ პარტნიორებმა უჩვეულო სიურპრიზი მოუწყვეს და ისიც მეუღლესთან და პატარასთან გაემგზავრა.
მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დანიის ნაკრების ლიდერ კრისტიან ერიქსენსაც შეეძინა შვილი, ოღონდ ბიჭი.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ტუნისთან დამღლელი მატჩის შემდეგ აუზში ერთობიან. ინგლისელებმა გასაბერი მარტორქებით იჭყუმპალავეს და როგორც ჩანს აღდგენითი პროცედურები მოეწონათ.

ბელგოროდთან ახლოს, სოფელ ახალ ნელიდოვკაში ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ალექსეი ჩუიკოვმა დიდი ეკრანი შეიძინა იჯარით გასაცემად, მაგრამ შეკვეთები არ ქონია.
ამის შემდეგ ჩუიკოვმა თავისი ადგილი ნამდვილ ფან-ზონად აქცია და ფეხბურთის გულშემატკივრებიც უხვად მიიზიდა.

 

იაპონიისა და სენეგალის გულშემატკივრებმა დამოუკიდებლად გაიტანეს ნაგავი ტრიბუნებიდან თავიანთი გუნდების მატჩების შემდეგ.
იაპონია და სენეგალი ორივე Н ჯგუფშია. იაპონელებმა სარანსკში ითამაშეს, ხოლო სენეგალმა მოსკოვში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები