LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველიანი პური აჭარიდან, საქართველოდან “- ქართველი გოგონების რესტორანი ბრუკლინში

233

სოციალურ ქსელში CHEESE INSIDER აქვეყნებს ვიდეო აჭარული ხაჭაპურის შესახებ. ორი ქართველი გოგონას, დების – ნეთი და მარია დავითაშვილების რესტორანი ნიუ იორკში, კერძოდ, ბრუკლინში მდებარეობს და მას Cheeseboat ჰქვია,რაც სიტყვასიტყვით „ყველის ნავს“ ნიშნავს.

გოგონები, რომელთა ამ ვიდეოს ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს, აწარული ხაჭაპურის შექმნის ისტორიასაც ჰყვებიან და ყველას მის დასაგემოვნებლად ეპატიჟებიან. მათ აჭარული ხაჭაპურის სხვადასხვაგვარი ვერსიაც შექმნეს, რომელსაც ასევე იხილავთ ვიდეოში.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი და უკანასკნელი ვიდეო, რომელსაც აჭარული ხაჭაპურის შესახებ ინტერნეტსივრცეში შეხვდებით. როგორც ჩანს, ეს ქართული კერძი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე პოპულარულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები