LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ უდუმაშვილი ალეკო ელისაშვილს ხელმოწერების შეგროვებაში დახმარებას სთავაზობს

81

ზაალ უდუმაშვილი ალეკო ელისაშვილს ხელმოწერების შეგროვებაში დახმარებას სთავაზობს.

ამის შესხებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, ცოტა ხნის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ის  ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას  ელისაშვილისთვის ხელმოწერების შესაგროვებლად 1-კვირიანი ვადის განსაზღვრას  გამოეხმაურა.

უდუმაშვილი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარება.

“ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს მის არჩევნებში მონაწილეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანაა ოქტომბერში დავასრულოთ თბილისში ქართული ოცნება. ამისთვის აუცილებელია, ჩავატაროთ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. შესაბამისად, მე ვთავაზობ ალეკო ელისაშვილს ჩემი რესურსით სრულ დახმარებას,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები