LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკაში რჩება: ბრძოლა დღეიდან იწყება

76

“ბრძოლა დღეიდან იწყება და აუცილებლად გამარჯვებამდე მივა”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამი თვის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკაში უსამართლობასთან საბრძოლველად მიდის, გუშინდელმა არჩევნებმა კი როგორც უდუმაშვილი აღნიშნავს, უსამართლობაში ყველა დაარწუნა, ამიტომ მასთან ბრძოლას დღეიდან იწყებს.

“რომ არა ის სპეოპცერაცია რომელიც გუშინ ვიხილეთროგორც თბილისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით, მერწმუნეთ არჩევნების შედეგები სულ სხვა იქნებოდა. გუშინ იყო უპრეცენდენტო ზეწოლა ამომრჩევლებზე, მაყურებლები საარჩევნო უბნებზე, რომელბიც აკონტროლებდნენ ყველა მიმსვლელს და ვინ ვის აძლევდა ხმას, ძალით მოყვანილი ხალხი არჩევნებზე, ჩვენი ამორმჩევლების დაშინება, რომ ისინი არ მისულიყვნენ არჩევნებზე და არ მოეცათ ჩვენთვის ხმა, ამან მოგვცა ის სურათი რომელიც დღეს გვაქვს.

მე მგონი თავად ქართული ოცნების წარმომადგენლებსაც არ სჯერათ იმ შედეგის რაც დაიდო, ვინაიდან ყველანაირი ინდიკატორი იყო იმისთვის, რომ მეორე ტური დანიშნულიყო, თუმცა, საბოლოო ჯამში მართლაც დაიწერა ხელისუფლებამ ის შედეგი რომელიც ახლა ცესკო-ს ვებ-გვერდზე დევს”,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები