LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულის სეზონის გახსნის ღონისძიებისთვის აჭარაში, ტურისტულ ობიექტებზე შესვლა უფასო იქნება

25

ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების ფარგლებში კულტურულ ობიექტებში შესვლა უფასო იქნება.

როგორც “ფორტუნას” აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, 28 მაისს, მსურველებს საშუალება ექნებათ გონიოს ციხეს, ნობელების მუზეუმს, არქეოლოგიური მუზეუმსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ მუზეუმებს უფასოდ ეწვიონ.

გარდა ამისა, სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებს ბულვარის სანაპირო ზოლთან მობილიზებული საზღვაო სასეირნო ტრანპორტი -იახტები, პარაშუტები და კატამარანი, ასევე ბულვარში არსებული სხვა გასართობი ობიექტებიც (ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ბილიარდი, ტენისი).

სანაპირო ზოლზე დაგეგმილია უფასო ფიტნეს, იოგა და სპორტული ღონისძიებები. მსურველებს 50 პროცენტიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბათუმველო, რომლის ველოსიპედებით სარგებლობა ძველი და ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლზე განთავსებულ 8 ტერმინალთანაა შესაძლებელი. ბათუმის ულამაზესი ხედების დათვალიერების მსურველებს უფასო გასეირნებას შესთავაზებს ეშმაკის ბორბალიც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები