LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულში ბათუმს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება

99

ზაფხულში ბათუმს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო “გრანდ გლორია”-ს ტექსნიკურ დათვალიერებას დაესწრო.

ბათუმის ბულვარში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ივნისში გაიხსნება. დასრულების ეტაპზე მყოფი სასტუმროს შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შპს ,,გლორიას“ გენერალურმა მენეჯერმა მიაწოდა.

„ზაფხულის სეზონისთვის რეგიონს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება 170-მდე სასტუმრო ნორმით. სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს ოთხივე სეზონის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა. აღნიშნულ ობიექტს ჰქონდა შეფერხებები, ჩვენი მხრიდან ინვესტორებთან იყო სწორი კომუნიკაცია, მოხდა მაქსიმალური ხელშეწყობა და ვალდებულებების გადავადება, რამაც შედეგი გამოიღო და დღეს უკვე გვაქვს დასრულებული და წარმატებული პროექტი“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ცნობისთვის, “გრანდ გლორია”-ს სასტუმრო მოიცავს საკონფერენციო დარბაზებს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, რესტორანს, სპა ცენტრს. პროექტის ინვესტიცია 31 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროს მშენებლობის დროს 200 ადამიანი იყო დასაქმებული. ამჟამად სასტუმროში 100 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები