LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულში დაბადებული ბავშვები გლუტენის აუტანლობის რისკის ქვეშ არიან

165

შვედეთში, უმეოს უნვერსიტეტის სპეციალისტები ახალ დასკვნამდე მივიდნენ, რომლის მიხედვით, ზაფხულში დაბადებული ბავშვები ცელიაკიის, იგივე გლუტენის აუტანლობის რისკის ქვეშ არიან.

გლუტენი არის ცილა, რომელიც შედის მარცვლეულის შემადგენლობაში. იგი შედის პურის, ფუნთუშას, ორცხობლას, მაკარონის, ტორტის, და სხვა საკვები პროდუქტებისა შემადგენლობაში.

გლუტენის აუტანლობის სიმპტომებია:

  1. თავბრუსხვევა, სისუსტე
  2. დიარეა, შებერილობა, ყაბზობა
  3. გაფანტული სკლეროზი, სისტემური წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი
  4. ფსორიაზი, სკლეროდერმა
  5. ქათმისებრი კანი მკლავებზე, ფეხებზე
  6. შაკიკი

ასევე, ცელიაკის განვითარებას ხელს უწყობს ორსულობის დროს D ვიტამინის ნაკლებლობაც.