LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაგრები დავიპყარით: ქართველებმა ოქროები გამოზიდეს (ვიდეო)

113

ჭიდაობა ძიუდოში ზაგრებში მიმდინარე შეჯიბრის დასკვნით დღეს მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლისთვის პაექრობა ისრაელის წარმომადგენელ ორ სასონს იპონით მოუგო.

გურამ თუშიშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში ჩილელ ფრანსისკო სოლისთან მოგების შემდეგ კი უზბეკი ოლთიბოევი დაამარცხა.

გურამ თუშიშვილმა 1/2 ფინალი იპონით აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს მოუგო. ევროპის ჩემპიონმა 1/2 ფინალში ვაზარით აჯობა უკრაინელ ხამოს დამარცხება შეძლო.

 

 

90 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა გათამაშების ფინალში მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, კუბელი ეშლი გონსალესი დაამარცხა.

სასტარტო შეხვედრაში ჭრიკიშვილმა შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსს სძლია, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი სერგიუ ტომასი, ჩეხი დევიდ კლამერტი, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სტევარდი და გრანგ კლერჟე დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა კუბელ ეშლი გონსალეშმა პირველ წრეში გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა.

ავთანდილ ჭრიკიშვილს შეჯიბრზე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი გულშემატკივრობდნენ. ტურნირის მოგების შემდეგ გადაღებული მამა-შვილის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

 

 

100 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ტაველურმა პირველ წრეში დაისვენა და სასტარტო პაექრობა სლოვაკ მატეი ჰაიასის მოუგო.

ლაშა ტაველური ძირითად ბადეს 1/4 ფინალიდან რუს ილიასოვთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დამამშვიდებელ წრეში 46 წამში ბელარუსი მუკეტე წმინდად დაამარცხა.

ლაშა ტაველურმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს 2:41 წამში შებოჭვით სძლია.